საქართველო-საბერძნეთს ლიეტუველი განსჯის, VAR-ზე ნიდერლანდელები იმუშავებენ #1TVSPORT
საქართველო-საბერძნეთს ლიეტუველი განსჯის, VAR-ზე ნიდერლანდელები იმუშავებენ #1TVSPORT

საქართველოს და საბერძნეთის ნაკრებების შეხვედრის მსაჯი ცნობილია – მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დაპირისპირებაზე ფიფამ ლიეტუველი დონატას რუმსასი დანიშნა.

ბალტიისპირელი რეფერი 33 წლისაა. მაგრამ მცირე ასაკის მიუხედავად, საერთაშორისო თამაშებს 2016 წლიდან მსაჯობს. ჯერ ასაკობრივი ნაკრებების თამაშებით დაიწყო, ხოლო სამი წელია, ეროვნული ნაკრებების და უეფას საკლუბო ტურნირების მატჩებს სჯის.

დონატას რუმსასი ქართველების მატჩზეც უმუშავია. პირველად ეს 2018 წლის ნოემბერში მოხდა, როდესაც ლიეტუველი არბიტრი თბილისში იმყოფებოდა და 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევის ციკლის მინი-ტურნირზე საქართველოს 19-წლამდელების მატჩი ლიხტენშტეინთან (7:0) მეოთხე მსაჯის რანგში ჩაატარა, ხოლო აზერბაიჯანთან (1:2) და ისრაელთან (1:1) მთავარი არბიტრი იყო.

ერთი წლის წინ, 2020 წლის 5 ოქტომბერს ტალინში ერთა ლიგის „ც:“ ჯგუფში ესტონეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი განსაჯა, რომელიც ვლადიმირ ვაისის გუნდმა 0:1 მოიგო.

ახალგაზრდა არბიტრის თანაშემწეები იქნებიან ალექსანდრე რადიუსი და დოვიდას სუსიენტელისი, მეოთხე რობერტას სმიტასი, VAR-ზე კი ნიდერლანდელები, იოკემ კამფისი და ზოი კოუ იმუშავებენ.