საქართველო - ლატვია - პირველი ტაიმის შემდეგ, ანგარიშია 0-0
საქართველო - ლატვია - პირველი ტაიმის შემდეგ, ანგარიშია 0-0

თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ საქართველოსა და ლატვიის ნაკრებებს შორის მიმდინარე მატჩის პირველი ტაიმი ფრედ, 0-0 დასრულდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, სტუმრები პირველივე წუთებიდან ყრუ დაცვაში ჩადგნენ და მთელი 45 წუთის განმავლობაში მხოლოდ რამდენჯერმე გადმოვიდნენ მასპინძელთა ნახევარზე. რაც შეეხებათ ქართველ ფეხბურთელებს, ისინი დიდი ძალებით უტევდნენ, თუმცა რეალური საგოლე მომენტები იშვიათად იქმნებოდა.

ერთ-ერთი ასეთი მომენტი ვაკო ყაზაიშვილს შეექმნა, როდესაც ახლო მანძილიდან მიწაზე დაუშვებლად ურტყამდა, თუმცა ბურთი კარს მცირე მანძილით აცდა.

ტაიმის მიწურულს ქართველმა ფეხბურთელებმა შორი მანძილიდან კარისკენ ზუსტად ორჯერ დაარტყეს, მაგრამ მეტოქის მეკარე ორივე ბურთს ადგილზე დახვდა.