საქართველო ფიფა-ს რეიტინგში სამი ადგილით დაწინაურდა
საქართველო ფიფა-ს რეიტინგში სამი ადგილით დაწინაურდა

როგორც მოსალოდნელი იყო, ევრო2020-ის პლეი ოფში ბელარუსთან გამარჯვებამ და ერთა ლიგაზე სომხეთთან და ჩრდილოთ მაკედონიასთან გასვლაზე ორმა ფრემ, საქართველოს ეროვნული ნაკრები ფიფა-ს რეიტინგში სამი პოზიციით დააწინაურა. ჩვენმა საფეხბურთო გუნდმა 13 ქულა დააგროვა, რეიტინგში 89-ე ადგილიდან 86-ე პოზიციაზე დაწინაურდა (1287 ქულა) ჩამოიტოვა ჰაიტი და ისრაელი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებს ბოლოს უკეთესი პოზიცია 2012 წელს ეკავა, როდესაც თემურ ქეცბაიას გუნდმა ზედიზედ 10 მატჩი არ წააგო და 73-ე ადგილზე იმყოფებოდა.

ასევე დაწინაურდა ევრო2020-ის ფინალში ჩვენი მეტოქე ჩრდილოეთ მაკედონია, რომელმაც კოსოვო დაამარცხა, ესტონეთსა და საქართველოსთან კი ფრე ითამაშა. ამან იგორ ანგელოვსკის ეროვნული საფეხბურთო გუნდი რეიტინგში ერთი პოზიციით აწია. მაკედონიის ნაკრებმა ხუთი ქულა დააგროვა და 65-ე ადგილზეა (1365 ქულა).

ერთა ლიგის C2 ჯგუფში მდგომარეობა ასე გამოიყურება:

ჩრდილოეთ მაკედონია 65 (1365)

საქართველო 86 (1287)

სომხეთი 101 (1215)

ესტონეთი 109 (1185)

ზედა პოზიციები უცვლელია. პირველი ხუთი პოზიცია უკავიათ ბელგიას, საფრანგეთს, ბრაზილიას, ინგლისსა და პორტუგალიას.