საქართველო-ფარერის კუნძულების მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 5 მაისს დაიწყება, ხოლო საქართველო-კაბო ვერდეს შეხვედრაზე - 8 მაისს #1TVSPORT
საქართველო-ფარერის კუნძულების მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 5 მაისს დაიწყება, ხოლო საქართველო-კაბო ვერდეს შეხვედრაზე - 8 მაისს #1TVSPORT

საქართველოსა და ფარერის კუნძულების ამხანაგურ მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 5 მაისს დაიწყება, ხოლო საქართველოსა და კაბო ვერდეს ეროვნული გუნდის შეხვედრაზე – 8 მაისს.

საერთაშორისო ამხანაგური მატჩი საქართველოსა და ფარერის კუნძულებს შორის 5 ივნისს თბილისში, „დინამო არენაზე“ ჩატარდება, ხოლო კაბო ვერდეს ნაკრებს ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი 8 ივნისს ქუთაისში, „რამაზ შენგელია არენაზე“ უმასპინძლებს.

ბილეთები ონლაინ რეჟიმში, biletebi.ge-ზე გაიყიდება. თითოეულ თამაშზე ერთ მომხმარებელს, მაქსიმუმ, ოთხი ბილეთის შეძენა შეეძლება.

აღნიშნულ ამხანაგურ მატჩებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მოსამზადებლად გამოიყენებს. 2026 წლის მუნდიალის შესარჩევი ციკლის პირველ შეხვედრას სანიოლის გუნდი 4 სექტემბერს შინ, თურქეთთან გამართავს.