საქართელოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე ლატვიასთან (3:0) მოგებით არა მხოლოდ „დ“ დივიზიონის პირველ ჯგუფში გამარჯვება გაინაღდა, არამედ ამით დამატებითი შემოსავლებიც მოიპოვა.
ცნობილი იყო, რომ უეფამ ერთა ლიგის მონაწილეებს პრემიალური თანხები დაუწესა, 10 ოქტომბერს კი მისი ოდენობა გაზარდა, ხოლო სოლიდაობის ფონდიდან შემოსავლები 55 ასოციაციისთვის 50%-ით გაიზარდა. თუკი თავიდან ჯგუფურ ეტაპზე “დ” დივიზიონის ჯგუფში გამარჯვებისთვის 500 ათასი ევრო იყო დაწესებული, ახლა 250 ათასი დაემატა და 750 ათასი გახდა.
უეფამ 10 ოქტომბერს ასევე გადაწყვიტა, რომ ჯგუფების გამარჯვებულების ბონუს პრიზების გასამრჯელო გაეზარდა და ჯგუფებში პირველ ადგილზე გასულებს 750 ათასი ევრო კიდევ დაემატათ. ჯამში გამოვიდა, რომ საქართველოს ნაკრებმა 1,5 მილიონი ევრო უკვე გამოიმუშავა.