საქართველო-ბელარუსის საკითხი ისევ გაურკვეველია - უეფას კონფერენციაზე თარიღები ვერ დააზუსტეს
საქართველო-ბელარუსის საკითხი ისევ გაურკვეველია - უეფას კონფერენციაზე თარიღები ვერ დააზუსტეს

უეფასა და მის 55 წევრ ასოციაციას შორის გამართულ ახალ სატელეფონო კონფერენციაზე ეროვნული ნაკრებების პლეიოფების საკითხი, მათ შორის საქართველოსა და ბელარუსს შორის ერთა ლიგის ნახევარფინალის ჩატარების თარიღი, ჯერ კიდევ ვერ გაირკვა – ინფორმაციას ბერძნული გამოცემა „სპორტ24“ ავრცელებს.

კონფერენციაში უეფას 55 წევრი ქვეყნის გენერალური მდივანი მონაწილეობდა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას კი დავით მუჯირი წარმოადგენდა.

„განხილული იყო ეროვნული ნაკრებების საკითხიც, კერძოდ ევრო2020-ის და ერთა ლიგის პლეი-ოფის მატჩები. ერთ-ერთი შემოთავაზება იყო სამი თამაშის ჩატარება ეროვნული გუნდებისთვის ფიფას კალენდარში გათვალისწინებულ დროს, და არა ორი თამაშის, როგორც ახლაა მიღებული. თუმცა, ეს თამაშები ევრო-პლეი ოფთანაც უნდა იყოს მისადაგებული და გაირკვა, რომ კონკრეტულ გადაწყვეტილებას ახლა ვერ მიიღებენ და რომ მომავალ თვეში კვლავ ამ პრობლემის განხილვა მოუწევთ“ – წერს გამოცემა „სპორტ24“.