საქალაქო სასამართლომ ცესკო-სთან დაკავებულ ორ პირს ხუთდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, ხოლო სამი 1 000-ლარიანი ჯარიმით გაათავისუფლა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან გუშინდელი აქციისას დაკავებული ხუთი პირის სასამართლო პროცესი უკვე დასრულდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ორ პირს ხუთდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, ხოლო სამი 1 000-ლარიანი ჯარიმით გაათავისუფლა.
სასამართლოზე ბრალდების მხარემ ვიდეომტკიცებულებები წარადგინა.
ადვოკატების განცხადებით, წარდგენილ ვიდეოკადრებში მათი დაცვის ქვეშ მყოფები არ ფიგურირებდნენ.
ცესკო-სთან სულ 19 პირი დააკავეს. დანარჩენების პროცესი საქალაქო სასამართლოში ისევ გრძელდება.