საქალაქო სასამართლო დუისში სპეცოპერაციისას დაკავებული სამი პირის საქმეზე მსჯელობს
საქალაქო სასამართლო დუისში სპეცოპერაციისას დაკავებული სამი პირის საქმეზე მსჯელობს

საქალაქო სასამართლო პანკისში, სპეცოპერაციისას დაკავებული სამი პირის საქმეზე მსჯელობს. სასამართლო რუსლან ალდამოვის , რამაზ მარგიშვილის და ბადურ ჩოფანაშვილის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების საქმეს განიხილავს.

ადვოკატები ტერორისტული საქმიანობის ხელშემწყობი პირების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვენ.

რუსლან ალდამოვის ინტერესების დამცველი მარიამ კუბლაშვილი ამბობს, რომ ვერ ხვდება, რის გამო დააკავეს მისო დაცვის ქვეშ მყოფი და ბრალის შინაარსის გაცნობას ითხოვს.

“საქმის მასალებს ჯერ არ გავცნობილვარ და არც ბრალის შინაარსი ვიცი. შევხვდი ბრალდებულს და იგი ვერ ხვდება, რის გამო დააკავეს. იგი უშუალოდ ახმედ ჩატაევს არ იცნობდა, მისი პირადი ნაცნობობა და ახლობლობა გამორიცხულია ჩატაევთან, მაგრამ ვფიქრობ, შესაძლოა, ეს ადამაინები იყვნენ მსხვერპლნი იმისა, რომ მათ არ იცოდნენ და ვერ გააცნოებიერეს, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების თანამზრახველები იყვნენ. ვითხოვ გირაოს სანაცვლოთ მის გათავისუფლბას”,- აღნიშნავს კუბლაშვილი. 


ბადურ ჩოფანაშვილის ინტერესების დამცველი ამბობს, რომ საქმის მასალებში არ არსებობს რაიმე დამადასტურებელი იმისა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა დანაშაული ჩაიდინა.
“მასალები არის მიცულობითი. ის 16 ტომისა და 68 დისკის ჩანაწერისგან შედგება. მე მხოლოდ გავეცანი და აქცენტი ჩოფანაშვილის საქმეზე გავაკეთე. მინდა დავამშვიდო საქართველოს მოსახლეობა, თითქოს ისინი აპირებდნენ ახალი ტერაქტების მოწყობას თურქეთსა და საქართველოში, მსგავსი რამ მასალებში ხსენებული არ არის. აქცენტი გაკეთებულია ბინის დაქირავებასთან დაკავშირებით და გამოძიება ამ მიზნით მიმდინარეობს “, -აცხადებს დალი ბარაბაძე.

ამავე საქმეზე ბრალდებულ ზურაბ გორნაკაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

დატოვე კომენტარი