პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას დაკავებულ ზურაბ გორნაკაშვილს პატიმრობა შეეფარდა ​
პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას დაკავებულ ზურაბ გორნაკაშვილს პატიმრობა შეეფარდა ​

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას დაკავებულ ზურაბ გორნაკაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გორნაკაშვილის ადვოკატის ირაკლი ბენიას განცხადებით, დაცვის მხარის მოთხოვნა იყო, რომ მის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო გირაო 10 ათასი ლარის ოდენობით, თუმცა მოსამართლემ არ გაითვალისწინა და გაიზიარა ბრალდების მხრის მოთხოვნა. გამოიყენა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა.

გორნაკაშვილი ბრალს არ აღიარებს.

კითხვაზე, მისცა თუ არა გორნაკაშვილმა ჩვენება სხვა დაკავებულების წინააღმდეგ, ირაკლი ბენია თავს იკავებს და აცხადებს, რომ ამაზე განცხადებას ვერ გააკეთებს.

ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, იცნობდა თუ არა თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ლიკვიდირებულ პირებს გორნაკაშვილი, ირაკლი ბენია ამბობს, რომ ნაწილს იცნობდა, ნაწილს არა.

კითხვაზე, იცნობდა თუ არა გორნაკაშვილი ​ახმეტ ჩატაევს, ბენია ამბობს, რომ ამაზე პასუხი არ აქვს.