საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანია კენჭისყრამდე 60 დღით ადრე დაიწყება
საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანია კენჭისყრამდე 60 დღით ადრე დაიწყება

საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანია კენჭისყრამდე 60 დღით ადრე დაიწყება, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა.

„რაც შეეხება წინასაარჩევნო კამპანიას, ასევე საბიუჯეტო თანხებს, თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებულ ნორმებს, ისინი კანონმდებლობის თანახმად ამოქმედდება კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე.

ახლა, მას შემდეგ, რაც ოფიციალურად დაინიშნა არჩევნები, დაიწყო ის პროცედურები, რაც არის დაკავშირებული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევასთან დაკავშირებით, ასევე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, რეგისტრაციის პროცედურები, რომლებიც უკავშირდება საინიციატივო ჯგუფებისა და პარტიების მიერ წარდგენილი კანდიდატების რეგისტრაციას, მათ მიერ მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვებას და ასევე, დაიწყო რეგისტრაციის პროცედურები მედიისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.

დატოვე კომენტარი