საპენსიო სისტემებზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის კვლევის ერთ-ერთი ავტორი დავით ამაღლობელია
საპენსიო სისტემებზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის კვლევის ერთ-ერთი ავტორი დავით ამაღლობელია

საპენსიო სისტემებზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის ერთ-ერთი ავტორი დავით ამაღლობელია. 47-გვერდიანი ანგარიშის სახელწოდებაა „დაგროვების მომავალი: საპენსიო სისტემის დიზაინის როლი მსოფლიოში, რომელიც ბერდება“.

დოკუმენტში გაანალიზებულია 80 ქვეყნის მონაცემები და გაკეთებულია პროგნოზი სახელმწიფო და კერძო დაგროვებით სისტემებთან მიმართებაში. მსოფლიოში მოსახლეობის დაბერების ტენდენციის გათვალისწინებით, სავალუტო ფონდში მიაჩნიათ, რომ სახელმწიფოების საპენსიო ხარჯებიც მზარდი იქნება.

დოკუმენტის მიხედვით, 2050 წლამდე მსოფლიოში გაიზრდება სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა და საშუალო საპენსიო ასაკიც. კვლევა ხელმისაწვდომია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვებგვერდზე.

დავით ამაღლობელი საერთაშორისო სავალუტო ფონდის საბიუჯეტო საკითხთა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეა. 2009 წლამდე ამაღლობელი საქართველოში მუშაობდა – იყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი და ფინანსთა მინისტრის მოადგილე.

საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა.