საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრობის კანდიდატები ოლივიე რუსო, ტიმო ვიჰერკენტა, დავით წიკლაური, ჟან-ფრედერიკ პოლსენი და მაიკლ რიდლი არიან
საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრობის კანდიდატები ოლივიე რუსო, ტიმო ვიჰერკენტა, დავით წიკლაური, ჟან-ფრედერიკ პოლსენი და მაიკლ რიდლი არიან

საქართველოს პირველი არხისთვის ცნობილი გახდა ხუთკაციანი სიის შემადგენლობა, რომელიც საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს შესარჩევმა კომისიამ პარლამენტს წარუდგინა. თუ საკანონმდებლო ორგანო ამ სიას მხარდაჭერას გამოუცხადებს, აღნიშნული პირები საქართველოში საპენსიო დანაზოგებს განკარგავენ.

სიაში არიან: ოლივიე რუსო, ტიმო ვიჰერკენტა, დავით წიკლაური, ჟან-ფრედერიკ პოლსენი და მაიკლ რიდლი.

მხარდაჭერის შემთხვევაში, საბჭოში რუსო, ვიჰერკენტა და რიდლი საბჭოში ხუთწლიანი ვადით შევლენ, წიკლაური და პოლსენი კი, სამწლიანი ვადით.

ოლივიე რუსო საფრანგეთის ნაციონალური საპენსიო სარეზერვო ფონდის აღმასრულებელი დირექტორია. საქართველოში მიმდინარე წლის მარტში იმყოფებოდა და ქვეყანაში დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედებას აქტიური მხარდაჭერა გამოუცხადა.

ტიმო ვიჰერკენტა ფინეთის სახელმწიფო საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი და ჰელსინკის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორია. ტიმო ვიჰერკენტამ აკადემიური კარიერა ჰელსინკის უნივერსიტეტში დაიწყო. ის საგადასახადო სამართლის პროფესორი იყო. მოგვიანებით, ტიმო ვიჰერკენტას ფინეთის ფინანსთა სამინისტროში სხვადასხვა დროს რამდენიმე პოზიცია ეკავა. 2002 წლიდან 2010 წლამდე ადგილობრივი საპენსიო ინსტიტუტის (Keva) აღმასრულებელი ხელმძღვანელის მოადგილის პოზიციას 2010 წლიდან 2014 წლამდე კი, ფინეთის უზენაესი ადმინისტრაციული სასამართლოს წევრი იყო.

რაც შეეხება დავით წიკლაურს, ის „საქართველოს ბანკის“ დირექტორთა საბჭოს ყოფილი წევრია, რომელმაც პოსტი მიმდინარე წლის 2 აპრილს დატოვა. წიკლაურს „დოიჩე ბანკსა“ და „თიბისი ბანკში“ მუშაობის გამოცდილება აქვს.

ასევე, ჟან-ფრედერიკ პოლსენი 2017 წლიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მთავარი მრჩეველი იყო, მუშაობდა საერთაშორისო საკითხებსა და სამინისტროს ინიციატივის მიმართულებით. თავმჯდომარეობს საერთაშორისო თბილისში არსებული ეკონომიკის სკოლის მმართველ საბჭოს. დამთავრებული აქვს ლონდონის ეკონომიკის სკოლა.

საპენსიო სააგენტოს დირექტორმა, ლევან სურგულაძემ დღეს განაცხადა, რომ საინვესტიციო საბჭოში საფრანგეთის, ფინეთის, ბრიტანეთისა და საქართველოს მოქალაქეები შევლენ.

დატოვე კომენტარი