საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოში სავარაუდოდ, საფრანგეთის, ფინეთის, ბრიტანეთისა და საქართველოს მოქალაქეები შევლენ
საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოში სავარაუდოდ, საფრანგეთის, ფინეთის, ბრიტანეთისა და საქართველოს მოქალაქეები შევლენ

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოში სავარაუდოდ, საფრანგეთის, ფინეთის, დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს მოქალაქეები შევლენ.

საპენსიო სააგენტოს დირექტორის, ლევან სურგულაძის განცხადებით, სპეციალურმა კომისიამ კანდიდატები უკვე შეარჩია და დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგინა. მათი ვინაობა უახლოეს პერიოდში, სპეციალურ ბრიფინგზე გახდება ცნობილი.

„ისინი არიან განსაკუთრებულად მაღალი პროფესიონალიზმისა და მაღალი რანგის პიროვნებები. წამყვან ევროპულ ქვეყნებში ხელმძღვანელობენ მთავარ საპენსიო ფონდებს”, – აღნიშნა სურგულაძემ.

მისივე თქმით, თანხების ინვესტირება გარკვეული პროცედურების შემდეგ, უახლოეს პერიოდში დაიწყება.