საპენსიო სააგენტო - საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობას თვეში საშუალოდ 12 000-ზე მეტი ადამიანი ემატება
საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა იზრდება და თვეში საშუალოდ 12 000-ზე მეტი ადამიანი ემატება სქემას, – აცხადებენ საპენსიო სააგენტოში.
„2021 წლის 5 თებერვლის მდგომარეობით საპენსიო აქტივების მოცულობამ 1.3 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც დარიცხული სარგებელი 116 მილიონი ლარია. საპენსიო აქტივები განთავსებულია ქართულ კომერციულ ბანკებში და ერიცხება ეფექტური წლიური სარგებელი 10.8%.
საპენსიო აქტივების 76% განთავსებულია სადეპოზიტო სერტიფიკატებში და ვადიან დეპოზიტებში, ხოლო 24% სარგებლიან მიმდინარე ანგარიშებზე. საპენსიო აქტივები ამ დროისათვის სრულად ლარშია ინვესტირებული. დღეისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 624 -მა ადამიანმა. საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა იზრდება და თვეში საშუალოდ 12 000-ზე მეტი ადამიანი ემატება სქემას“, – აცხადებენ საპენსიო სააგენტოში.