საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს
საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს

საპატრიარქოში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს.

სინოდის წევრებს საპატრიარქოში შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

წმინდა სინოდის სხდომას სინოდის თავმჯდომარე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ხელმძღვანელობს.

სხდომაზე, სავარაუდოდ, ახალ კორონავირუს „კოვიდ-19“-თან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე იმსჯელებენ.

ამასთან, 19 მარტს საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ კორონავირუსის ეპიდემიის გამო ზიარების პრაქტიკასთან და, საერთოდ, ეკლესიურ ცხოვრებასთან დაკავშირებით, სასულიერო პირთა შორისაც აზრთა სხვადასხვაობა დაფიქსირდა. საპატრიარქომ მოუწოდა ყველას, თავი შეეკავებინათ პირადი მოსაზრებებისგან და წმინდა სინოდის სხდომას დალოდებოდნენ.