საქართველოს საპატრიარქო - კორონავირუსის ეპიდემიის გამო ზიარების პრაქტიკასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა დაფიქსირდა
საქართველოს საპატრიარქო - კორონავირუსის ეპიდემიის გამო ზიარების პრაქტიკასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა დაფიქსირდა

საქართველოს საპატრიარქო ზიარების პრაქტიკასთან დაკავშირებით მოუწოდებს ყველას, პირადი მოსაზრებებისგან ​თავი შეიკავონ. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც საპატრიარქოს ვებგვერდზე გავრცელდა.

კორონავირუსის ეპიდემიის გამო ზიარების პრაქტიკასთან და, საერთოდ, ეკლესიურ ცხოვრებასთან დაკავშირებით სასულიერო პირთა შორისაც აზრთა სხვადასხვაობა დაფიქსირდა.

ყველას ვთხოვთ, თავი შეიკავონ პირადი მოსაზრებებისაგან და დაელოდონ საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომას, რომელიც პარასკევს, 20 მარტს, 12:00 საათზე გაიმართება“, – ნათქვამია განცხადებაში.