საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატი „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში აღარ იქნება
საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატი „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში აღარ იქნება

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს ახალ შემადგენლობაში საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატი აღარ იქნება, მათ შორის ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, სოფო კილაძე, აკაკი ზოიძე, ირინა ფრუიძე, გედევან ფოფხაძე, თემურ ჭკუასელი, ირაკლი სესიაშვილი, რომან კაკულია. პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა, პარტიის გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ, პოლიტსაბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ დაასახელა, რომელშიც ჩამოთვლილი დეპუტატები არ არიან.

ამასთან, პოლიტსაბჭოს ახალი წევრებიც ეყოლება.

კალაძის თქმით, პოლიტიკური საბჭოს ახალ შემადგენლობაში წარმოდგენილნი იქნებიან: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი; პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი; პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე; ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი; ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი; პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე;  საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე; ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე პარლამენტში მამუკა მდინარაძე; პარლამენტის წევრები – დიმიტრი სამხარაძე; ბიძინა გეგიძე; ირაკლი ტრიპოლსკი; მთავრობის წევრები – მაია ცქიტიშვილი და სოზარ სუბარი; დავით საგანელიძე და  დედაქალაქის მერი კახა კალაძე.

ახალ შემადგენლობას პარტიის ყრილობაზე დაამტკიცებენ.

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს დღეს 19 წევრი ჰყავს:  გიორგი კვირიკაშვილი; კახა კალაძე; ირაკლი კობახიძე; დავით საგანელიძე; ეკა ბესელია; ზვიად კვაჭანტირაძე; გია ვოლსკი; ირინა ფრუიძე; დავით კოღუაშვილი; სოფო კილაძე; აკაკი ზოიძე; ირაკლი სესიაშვილი; გედევან ფოფხაძე; ნოდარ ხადური; ზვიად გონაძე; მამუკა მდინარაძე; რომან კაკულია; ერეკლე ტრიპოლსკი; თემურ ჭკუასელი.

პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა 19-დან 15 წევრამდე მცირდება.

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობა 11 მაისს გაიმართება. ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილს აირჩევენ.