საოკუპაციო რეჟიმმა სამი დღის წინ დაკავებული გოჩა ფიდიური გაათავისუფლა
საოკუპაციო რეჟიმმა სამი დღის წინ დაკავებული გოჩა ფიდიური გაათავისუფლა

საოკუპაციო რეჟიმმა სამი დღის წინ დაკავებული გოჩა ფიდიური გაათავისუფლა. ფიდიური ე.წ. საზღვრის კვეთისთვის დადგენილი ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

45 წლის გოჩა ფიდიური საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ქართველ სამართალდამცავებს ერგნეთის საგუშაგოზე გადასცეს. გათავისუფლებული საკუთარ ოჯახს შსს-ს შიდა ქართლის დეპარტამენტში დაკითხვის შემდეგ დაუბრუნდება.

გოჩა ფიდიური რუსმა სამხედროებმა სოფელ მეჯვრისხევის მინდვრებიდან 20 აპრილს გაიტაცეს. ის თანასოფლელთან ერთად საქონელს მწყემსავდა.