რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრები დააკავეს
რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრები დააკავეს

რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრები დააკავეს.

აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს სოფელ მეჯვრისხევში გორის მერიის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა, ლექსო ბუჯიაშვილმა დაუდასტურა.

არსებული ინფორმაციით, 50 წლამდე ასაკის გოჩა ფიდიური საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, ბაღის მიმდებარედ იმყოფებოდა და სავარაუდოდ, მისი დაკავება ამ დროს მოხდა.

ამასთან, როგორც საქართველოს პირველ არხს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში განუცხადეს, მომხდარის შესახებ შესახებ ყველა შესაბამისი უწყება და ორგანიზაცია ინფორმირებულია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.