საოკუპაციო რეჟიმმა რამდენიმე დღის წინ დაკავებული გიორგი ქუჯოშვილი გაათავისუფლა
საოკუპაციო რეჟიმმა რამდენიმე დღის წინ დაკავებული გიორგი ქუჯოშვილი გაათავისუფლა

საოკუპაციო რეჟიმმა რამდენიმე დღის წინ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლა.  ინფორმაცია პირველ არხს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, გიორგი ქუჯოშვილმა ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორი უკვე დატოვა.

მისი გათავისუფლება ე.წ საზღვრის კვეთისთვის დაკისრებული ჯარიმის გადახდის შემდეგ მოხდა.

რუსმა ოკუპანტებმა გორის რაიონის სოფელ ახალუბნის მკვიდრი 24 წლის გიორგი ქუჯოშვილი 6 ივლისს დააკავეს