რუსმა სამხედროებმა სოფელ ახალუბნის მკვიდრი დააკავეს
რუსმა სამხედროებმა სოფელ ახალუბნის მკვიდრი დააკავეს

რუსმა ოკუპანტებმა გორის რაიონის სოფელ ახალუბნის მკვიდრი დააკავეს.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, დაკავებულია 24 წლის გიორგი ქუჯოშვილი.

ქუჯოშვილის დაკავება დღეს დაფიქსირებული უკვე მეორე შემთხვევაა. რამდენიმე საათის წინ, ზემო არცევთან რუსმა სამხედროებმა სოფელ ახრისის მკვიდრი პაატა არაქელოვი გაიტაცეს.

დაკავების ფაქტების შესახებ ინფორმაცია პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, მომხდართან დაკაშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმორებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.