საოკუპაციო რეჟიმმა ნიქოზთან დაკავებული საქართველოს მოქალაქეები გაათავისუფლა
საოკუპაციო რეჟიმმა ნიქოზთან დაკავებული საქართველოს მოქალაქეები გაათავისუფლა

საოკუპაციო რეჟიმმა სოფელ ნიქოზთან დაკავებული საქართველოს მოქალაქეები გაათავისუფლა.

ნუგზარ მჭედლიძემ და გაბრიელ მელანაშვილმა ოკუპირებული ცხინვალი სასამართლო პროცესის შემდეგ დატოვეს.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, გათავისუფლებულები ქართველ სამართალდამცავებს უკვე გადასცეს და მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის დეპარტამენტში დაკითხავენ.

ნუგზარ მჭედლიძე და გაბრიელ მელანაშვილი რუსმა სამხედროებმა გუშინ დააკავეს. ისინი ნიქოზის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.