ნიქოზთან ახლოს ოკუპანტებმა ორი პირი დააკავეს
ნიქოზთან ახლოს ოკუპანტებმა ორი პირი დააკავეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზთან, საოკუპაციო ხაზთან ოკუპანტებმა ორი პირი დააკავეს. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, ნიქოზის მცხოვრებლები, ნიკოლოზ მელანაშვილი და თამაზ მჭედლიძე სოფლის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.

სუს-ში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

დატოვე კომენტარი