საოკუპაციო რეჟიმის მიერ გათავისუფლებული ხუთი ახალგაზრდა მცხეთის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება [ვიდეო]

საოკუპაციო რეჟიმის მიერ გათავისუფლებული ხუთი ახალგაზრდა უკვე მცხეთის პოლიციის განყოფილებაში იმყოფება. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ამ დროისთვის ახალგაზრდების გამოკითხვა მიმდინარეობს.

თრუსოს ხეობასთან საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული ხუთი ახალგაზრდა დღეს გაათავისუფლეს. ბექა მაღრაძემ, ქეთევან მაღრაძემ, მზია გომურმა, ვახტანგ გუბელაძემ და გია ბაღდოშვილმა ოკუპირებული ტერიტორია დაახლოებით ერთი საათის წინ დატოვეს.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული ხუთი პირის ე.წ. სასამართლო პროცესი გუშინ, დღის მეორე ნახევარში ცხინვალში გაიმართა.

თრუსოს ხეობაში დაკარგული მოლაშქრეები ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით რუსმა სამხედროებმა რამდენიმე დღის წინ დააკავეს.