საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია
საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია

რუსი სამხედროების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია.

უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე ქართველ სამართალდამცველებს ერგნეთის საგუშაგოზე გადასცეს.

გათავისუფლების ფაქტი დაადასტურეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც.

რუსმა სამხედროებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში მცხოვრები ქალი ორი დღის წინ დააკავეს.