საოკუპაციო ხაზთან რუსმა სამხედროებმა საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს
საოკუპაციო ხაზთან რუსმა სამხედროებმა საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს

რუსმა სამხედროებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში მცხოვრები ქალი დააკავეს.

საქართველოს მოქალაქის უკანონო დაკავების ფაქტს ადასტურებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

„ვადასტურებთ უკანონო დაკავების ფაქტს, ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მიმდინარეობს მუშაობა მის გასათავისუფლებლად“, – ნათქვამია სუს-ის ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი