საოკუპაციო რეჟიმის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

21:48, 14.05.2020

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ორი ახალი ფაქტი დაფიქსირდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით წერს.

მათივე ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 27 ადამიანს ჩაუტარდა, შედეგად ორ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. ერთი სტუდენტია, რომელიც რუსეთიდან დაბრუნდა, მეორე რუსეთის საოკუპაციო ძალების გუდაუთის მე-7 ბაზის სამხედრო მოსამსახურე, რომელიც დაღესტნიდან დაბრუნდა.

საოკუპაციო რეჟიმის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში ამ დროისთვის 14 პაციენტს მკურნალობენ. მათივე ცნობით, დაფიქსირდა ინფიცირების სულ 17 ფაქტი, მათგან ორი გამოჯანმრთელდა, ხოლო ერთი გარდაიცვალა.

მსგავსი