სანიოლმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა - კარში მამარდაშვილია, ჩრდილოეთ მაკედონიას ზივზივაძე შეუტევს #1TVSPORT
სანიოლმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა - კარში მამარდაშვილია, ჩრდილოეთ მაკედონიას ზივზივაძე შეუტევს #1TVSPORT

ცნობილი გახდა შემადგენლობა, რომელსაც ვილი სანიოლი ერთა ლიგის C4 ჯგუფის მე-5 ტურში ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირებს.

საქართველო ნაკრები – მამარდაშვილი; კვირკველია, კაშია, ხოჭოლავა; კაკაბაძე, აბურჯანია, კვეკვესკირი, წიტაიშვილი; დავითაშვილი, ზივზივაძე, კვარაცხელია

სათადარიგო სკამზე – ლორია, შოვნაძე, მექვაბიშვილი, ყაზაიშვილი, ლობჟანიძე, ჩაბრაძე, ლოჩოშვილი, აზაროვი, მამუჩაშვილი, გიორბელიძე, მიქაუტაძე

ერთა ლიგის C4 ჯგუფში, საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთა საფეხბურთო დაპირისპირება 23 სექტემბერს, 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟს – საქართველოს რადიო (FM 102,3).