ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, თუ რომელ ნომრიანი მაისურით ითამაშებს ლეროი სანე „ბაიერნის“ შემადგენლობაში.
„ადიდასის“ ოფიციალური „ტვიტერის“ საშუალებით ცნობილი გახდა, რომ 24 წლის გერანელი ახალ კლუბში 10-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. გუნდში ამჟამად ამ ნომრით ფილიპე კოუტინიო თამაშობს, რომელიც „ბაიერნს“ არენდის წესით „ბარსელონადან“ ყავს გადაყვანილი.
სანემ მიუნხენელებთან კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა. იტყობინებიან, რომ ნახევარმცველი ახალ კლუბს მომავალი კვირიდან შეუერთდება.