„მანჩესტერ იუნაიტედის“ ჩილელი ფეხბურთელით – ალექსის სანჩესით ესპანური „ატლეტიკო“ დაინტერესდა.
„წითელი ეშმაკების“ თავდამსხმელის ხილვა დიეგო სიმეონეს საკუთარ გუნდში სურს. მადრიდელები 30 წლის ფეხბურთელს სამწლიანი კონტრაქტის გაფორმებას სთავაზობენ. ამის შესახებ ინფრომაციას „ლა გაზეტა დელო სპორტის“ (La Gazzetta dello Sport) ჟურნალისტი ნიკოლო სკირი ავრცელებს.
ალექსისს „მანჩესტერთან“ კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს, თუმცა 2018/2019 წლების სეზონის წარუმატებლად ჩატარების შემდეგ, კლუბის ხელმძღვანელობამ მისი გაშვება გადაწყვიტა.