სანაკრებო პაუზის დროს „სამგურალმა“ მარტვილის „მერანთან“ ამხანაგური მატჩი გამართა #1TVSPORT
სანაკრებო პაუზის დროს „სამგურალმა“ მარტვილის „მერანთან“ ამხანაგური მატჩი გამართა #1TVSPORT

სანაკრებო პაუზის დროს ეროვნული ლიგის ერთ-ერთმა ლიდერმა, წყალტუბოს „სამგურალმა“ მარტვილის მერანთან” ამხანაგური შეხვედრა გამართა და 1:1 დაასრულა.

წყალტუბოს საფეხბურთო ცენტრში გამართულ შეხვედრაში „სამგურალმა“ გადახალისებული შემადგენლობით ითამაშა. ​წყალტუბოელთაგან ერთადერთი გოლი ირაკლი ჯანჯღავამ 87-ე წუთზე გაიტანა.

სანაკრებო პაუზა 28 მარტს დასრულდება და „სამგურალი“ მეხუთე ტურის შეხვედრას ჩემპიონატის ლიდერ „იბერიასთან“ საკუთარ მოედანზე გამართავს.