„იბერიამ“ კონფერენსლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველი ქულა მოიპოვა #1TVSPORT

22:45, 22.10.2026

თბილისის „იბერიამ“კონფერენსლიგის ძირითად ეტაპზე პირველი საშინაო მატჩი შვედურ „მიალბისთან“ გამართა და ფრედ ითამაშა – 1:1.

ტურნირის პირველი ტურის დაპირისპირება საქართველოს ჩემპიონმა ბელგიურ „სენტ ტრუიდენთან“ დათმო. თუმცა „იბერიას“ მთავარი მწვრთნელი ლევან კორღალიძე იმედოვნებდა, რომ „მიალბისთან“ შეხვედრაში გუნდი თავის გამოჩენას მოახერხებდა.

თამაში შვედების უპირატესობით წარიმართა – პირველი რეალური სახიფათიო მომენტი 22-ე წუთზე „მიალბიმ“ შექმნა, მაგრამ მიეტინენის დარტყმა მაკარიძემ მოიგერია. ერთ წუთში „იბერიამ“ პირველი კარგი შეტევა განავითარა და სიხარულაშვილის იერიშის შემდეგ ბურთმა სტუმართა კარს სანტიმეტრებში ჩაუქროლა.

მე-40 წუთზე, ჯინჯოლავას დარტყმის შემდეგ შვედები ხარიხამ იხსნა. თუმცა ჯინჯოლავამ გოლის გატანა მაინც მოახერხა: მეორე ტაიმი „იბერიასთვის“ სასურველად დაიწყო – 53-ე წუთზე სტუმართა საჯარიმოში მცველმა სიხარულაშვილი წააქცია და დაინიშნა პენალტი, რომელიც გიორგი ჯინჯოლავამ შეასრულა და კონფერენსლიგის ძირითად ეტაპზე „იბერიას“ პირველი გოლის ავტორი გახდა.

„იბერიას“ გამარჯვებამდე ცოტა დააკლდა – 89-ე წუთზე პეტერსონმა ზუსტი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

„იბერია“ კონფერენსლიგის ძირითადი ეტაპის მესამე ტურის შეხვედრას გასვლაზე გამართავს – გუნდი 6 ნოემბერს „პარკენ არენაზე“ „კოპენჰაგენს“ ესტუმრება.

მსგავსი