ფლორენტინო პერესი „კამპ ნოუზე“ გასამართ „ელ კლასიკოს“ ზედიზედ მესამე სეზონში არ დაესწრება #1TVSPORT

15:55, 22.10.2026

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი „ბარსელონასთან“ გასამართ „ელ კლასიკოს“ არ დაესწრება, – ინფორმაციას ესპანური გამოცემა Mundo Deportivo ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, პერესი 25 ოქტომბერს ბარსელონაში არ გაემგზავრება და „კამპ ნოუზე“ შეხვედრას ზედიზედ მესამე სეზონში გამოტოვებს.

ამის მიზეზი ორ კლუბს შორის დაძაბული ურთიერთობაა, რომელიც ე.წ. ნეგრეირას საქმეს უკავშირდება. ეს საქმე „ბარსელონას“ მიერ ესპანეთის მსაჯთა კომიტეტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ხოსე მარია ენრიკე ნეგრეირასთან დაკავშირებული კომპანიებისთვის გადახდილ თანხებს ეხება. მადრიდის „რეალი“ საქმის სასამართლო განხილვაში ბრალდების მხარეს შეუერთდა, რის შემდეგაც კლუბებს შორის ურთიერთობა მნიშვნელოვნად გაუარესდა.

არსებული ვითარებიდან გამომდინარე, გაუქმებულია მატჩის წინ ორი კლუბის ხელმძღვანელთა ტრადიციული ოფიციალური სადილიც. შესაბამისად, ფლორენტინო პერესისა და „ბარსელონას“ პრეზიდენტის, ჟოან ლაპორტას შეხვედრა არ შედგება.

ესპანეთის ლა ლიგის მეათე ტურის შეხვედრა „ბარსელონასა“ და მადრიდის „რეალს“ შორის 25 ოქტომბერს, „კამპ ნოუზე“ გაიმართება.

მსგავსი