ლიონელ მესი ესპანეთში „ასტურიის პრინცესის“ პრესტიჟულ ჯილდოს მიიღებს #1TVSPORT
ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი ლიონელ მესი ესპანეთის ქალაქ ოვიედოში ჩავიდა, სადაც „ასტურიის პრინცესის“ პრესტიჟულ ჯილდოს გადასცემენ.
39 წლის მესი 2026 წლის გამარჯვებულად სპორტის კატეგორიაში დასახელდა. დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია 23 ოქტომბერს, ოვიედოს კამპოამორის თეატრში გაიმართება, რომელსაც ესპანეთის სამეფო ოჯახი, მათ შორის პრინცესა ლეონორი დაესწრება.
ჯილდო მესის გამორჩეული სპორტული მიღწევებისა და საქველმოქმედო საქმიანობისთვის მიენიჭა. ორგანიზატორებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს მის მრავალწლიან წარმატებულ კარიერაზე, ასევე ბავშვებისთვის განათლებასა და სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაში შეტანილ წვლილზე.
„ასტურიის პრინცესის“ ჯილდო ყოველწლიურად გადაეცემათ ადამიანებსა და ორგანიზაციებს, რომლებმაც განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწიეს სპორტის, მეცნიერების, კულტურის, საზოგადოებრივი საქმიანობისა და სხვა მიმართულებებით.
აღსანიშნავია, რომ მესი პირველი ფეხბურთელია, რომელიც ამ ჯილდოს სპორტის კატეგორიაში ინდივიდუალურად მიიღებს.