სამწვრთნელო სემინარიც ონლაინრეჟიმზე გადაერთო
სამწვრთნელო სემინარიც ონლაინრეჟიმზე გადაერთო

პანდემიამ მთელი მსოფლიოს ცხოვრების რეჟიმი შეცვალა და საქართველოშიც სამწვრთნელო სემინარები არა დარბაზში, არამედ, ონლაინრეჟიმში ტარდება.

ასე მოხდა ამჯერადაც, როდესაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით უეფა-ს მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის ორი კურსის მესამე მოდულის სწავლება გაიმართა.

ონლაინრეჟიმში სასწავლო კურსის ნაწილი გაიმართა და მოიცავდა, როგორც ჯგუფურ სამუშაოებს, ასევე ინტერაქციას და რეალობაზე დაფუძნებულ სწავლებას. მესამე მოდულის ძირითადი თემები სტაბილიზაცია, კოორდინაცია, სავარჯიშო მეთოდოლოგია და ვარჯიში მოდელის მიხედვით (U12) გახლდათ​.

უეფა-ს მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსებზე 50-მდე ლიცენზიის მაძიებელი ირიცხება – მათ შორის, გოგონებიც არიან. სასწავლო და საგამოცდო მოდულების წარმატებით დასრულების შემთხვევაში თითოეული მათგანი საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზიას მიიღებს.