სამველ კარაპეტიანს ფულის გათეთრებაში ბრალი წაუყენეს
სამველ კარაპეტიანს ფულის გათეთრებაში ბრალი წაუყენეს

რუს ბიზნესმენს, სამველ კარაპეტიანს ფულის გათეთრებაში ბრალი წაუყენეს. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ეს ინფორმაცია კარაპეტიანის ადვოკატებმა გაავრცელეს. იურისტები ახალ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ.

ცნობისთვის, სამველ კარაპეტიანი 18 ივნისს ხელისუფლების ხელში ჩაგდებისკენ საჯარო მოწოდებების გაკეთების ბრალდებით დააკავეს. ის ყველა ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული დევნა ხორციელდება.

ამასთან, კარაპეტიანის წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელეს ბიზნესმენის განცხადება, რომლის მიხედვით, ის ახალი პოლიტიკური ძალის შექმნას აპირებს.