„ბარსელონას“ ყოფილი ფორვარდის, სამუელ ეტო’ოს ქალიშვილი ითხოვს კამერუნელის პატიმრობას ერთი წლის ვადით ალიმენტების გადაუხდელობის გამო, – იტყობინება ABC.
22 წლის ერიკა დო როსარიო ნევესი 2022 წელს სასამართლომ ყოფილი ფეხბურთელის ქალიშვილად აღიარა და მას შემდეგ ითხოვს ალიმენტების გადახდას ხუთი წლით.
თავისი ადვოკატის მეშვეობით გოგონამ მოითხოვა 42 წლის ეტო’ოსთვის 12 თვით თავისუფლების აღკვეთა. მან ალიმენტების ვალი 90 ათას ევრო შეაფასა.
ერიკას დედა ადილეუსი კაბო ვერდედანაა. მან ეტო’ო მაშინ გაიცნო, როცა ის „რეალში“ თამაშობდა. მოგვიანებით, ადილეუსი დაორსულდა და გოგონა გააჩინა, რომელსაც ეტო’ო არ აღიარებს თავის ქალიშვილად.