მესი ბერდება - ეტო'ომ „ბარსელონას“ მბაპესა და მუკოკოს შეძენა შესთავაზა
მესი ბერდება - ეტო'ომ „ბარსელონას“ მბაპესა და მუკოკოს შეძენა შესთავაზა

„ბარსელონას“ ყოფილ ფორვარდს სამუელ ეტო’ოს მიაჩნია, რომ კატალონურმა გრანდმა მომავალზე უნდა იფიქროს, რადგან აცნობიერებს იმას, რომ გუნდის კაპიტანი და ლიდერი ლიონელ მესი რამდენიმე წელიწადში დაასრულებს კარიერას.

კამერუნელის აზრით, „ბარსელონამ“ უნდა გაიფორმოს „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი კილიან მბაპე და „დორტმუნდის“ 16 წლის ვუნდერკინდი იუსუფა მუკოკო.

„მესი კიდევ რამდენიმე წელს გვაჩუქებს, მაგრამ ის ბერდება. „ბარსელონამ“ ეს იცის, ამიტომაც მომავალზე უნდა იფიქროს“, – თქვა ეტო’ომ.

ამ სეზონში მესიმ ლა ლიგაში რვა მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.