აფრიკელები არ ვარსებობთ - ეტო'ო აღშფოთებულია „ფრანს ფუტბოლის“ სიმბოლურებში აფრიკელების არყოფნით
აფრიკელები არ ვარსებობთ - ეტო'ო აღშფოთებულია „ფრანს ფუტბოლის“ სიმბოლურებში აფრიკელების არყოფნით

რამდენიმე დღის წინ, ფრანგულმა ავტორიტეტულმა ჟურნალმა „ფრანს ფუტბოლმა“ შეადგინა ფეხბურთის ისტორიაში ყველა დროის პირველი, მეორე და მესამე სიმბოლური ნაკრები.

„ბარსელონასა“ და კამერუნის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა სამუელ ეტო’ომ უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ამ 33 საუკეთესო ფეხბურთელს შორის არც ერთი არ არის აფრიკელი.

„ჩვენ, აფრიკელები არ ვარსებობთ“, – დაწერა 39 წლის ეტო’ომ საკუთარ „ტვიტერში“.

ეტო’ოს რვა ტიტული აქვს მოგებული „ბარსელონაში“ და ექვსი – „ინტერში“. ორივე კლუბთან ერთად მას ჩემპიონთა ლიგაზე გაუმარჯვია.