სამუელ ეტო'ო სასამართლოში გამოიძახეს მშობლის ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო
კამერუნული ფეხბურთის ლეგენდას სამუელ ეტო’ოს საკუთარმა ვაჟმა სასამართლოში უჩივლა.
„მუნდო დეპორტივოს“ ინფორმაციით, ეტიენ ეტო’ო ყოფილი ფეხბურთელისგან 20 ათას ევროს ითხოვს მშობლის მოვალეობების შეუსრულებლობისთვის. როგორც ირკვევა, მამა-შვილს დიდი ხანი ურთიერთობა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ჰქონდათ, მაგრამ შემდეგ უფროსმა ეტო’ომ დაარღვია შეთანხმება და ალიმენტების გადახდა შეწყვიტა. ასევე ის შვილს ტელეფონის ნომერს უმალავდა.
მოზარდის დედამ მარიან პინედამ განაცხადა, რომ ეტიენი ამგვარი დამცირების გამო მორალურად დაზარალდა, ასევე ვერ იღებდა ალიმენტებსა და მატერიალურ დახმარებას განათლებისთვის. ეტო’ო გამოიძახეს პალმა-დე-მალიორკას სასამართლოში, მაგრამ ჯერ უცნობია, მისცემს თუ არა ჩვენებას, რადგან კამერუნელი ყატარში იმყოფება.
ეტიენ ეტო’ო 18 წლისაა და „ოვიედოს“ ახალგაზრდულ გუნდში თამაშობს.
ადრეულ ინტერვიუბში ბიჭი ამბობდა, რომ მისთვის მძიმეა ეტო’ოს გვარის ტარება, რადგან ის ფეხბურთში გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს.