„სამტრედიას“ ფეხბურთელებმა ასაკოვან გულშემატკივრებს საჩუქრები გადასცეს (ვიდეო)

დღეს, საფეხბურთო კლუბ „სამტრედიას“ რამდენიმე ფეხბურთელი და კლუბის სხვა წევრები ასაკოვან გულშემატკივრებს შეხვდნენ და საჩუქრად სხვადასხვა სახის პროდუქტები გადასცეს.

„ვუერთდებით საერთაშორისო გამოწვევას და გვსურს, კორონავირუსთან საბრძოლველად ჩვენი მოკრძალებული წვლილიც შევიტანოთ. ფეხბურთელები, სამწვრთნელო შტაბის წევრები და კლუბის ხელმძღვანელები თბილისში ვიმყოფებით და თვითიზოლაციაში ვართ. სამტრედიაში ჩასვლა ამიტომ ვერ მოვახერხეთ, თუმცა სამტრედიას ადგილობრივმა ფეხბურთელებმა იმ ასაკოვან გულშემატკივრებს, რომლებიც წლებია „სამტრედიას“ თამაშებზე დადიან და გვერდში გვიდგანან, სხადასხვა პროდუქტები გადავეცით. დარწმუნებული ვარ, კორონავირუსს მალე ერთად დავამარცხებთ და ჩვენს კლუბს სტადიონიდან კვლავ ერთად ვუგულშემატკივრებთ“, – ამბობს „სამტრედიას“ მმართველი დირექტორი მიხეილ ხუციშვილი.