„სამტრედიამ“ სპარინგები დაგეგმა და კორიფაძე დაიმატა #1TVSPORT
„სამტრედიამ“ სპარინგები დაგეგმა და კორიფაძე დაიმატა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის შესვენებაზე „სამტრედიამ” ახალი ფეხბურთელი დაიმატა – გუნდის მოთამაშე გიორგი კორიფაძე გახდა.

გამოცდილი მცველი ბოლოს ბოლნისის „სიონის“ რიგებში გამოდიოდა და ეროვნული ლიგის გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე გახლდათ. 32 წლის მცველმა კარიერა „ვიტ ჯორჯიაში“ დაიწყო, ასევე თამაშობდა საჩხერეს „ჩიხურასა“ და გორის „დილაში“, „სიონში“ კი 2021 წლიდან თამაშობს.

რაც შეეხება „სამტრედიას“, გუნდი საშემოდგომო ეტაპისთვის ემზადება და ივლისში 4 ამხანაგურ მატჩს გამართავს:

23 ივლისი – „სიონი“

25 ივლისი – „დილა“

27 ივლისი – „ლოკომოტივი 2“

31 ივლისი – „გაგრა“

გუნდი სეზონს 7 აგვისტოს საქართველოს თასის 1/16-ფინალური შეხვედრით განაახლებს, სადაც მისი მეტოქე „დინამო თბილისი“ იქნება. მატჩი სამტრედიას „ეროსი მანჯგალაძე არენაზე“ გაიმართება.