„სამტრედიამ“ სპარინგები დაგეგმა - მომზადება თბილისში დაიწყო და თურქეთში დასრულდება #1TVSPORT
„სამტრედიამ“ სპარინგები დაგეგმა - მომზადება თბილისში დაიწყო და თურქეთში დასრულდება #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულმა „სამტრედიამ“ ახალი სეზონისთვის მოსამზადებელი ეტაპი დაგეგმა და ვარჯიში შეცვლილი შემადგენლობით განაახლა.

გუნდის პრესსამსახურის ცნობით, გუნდმა მზადება 15 იანვარს, თბილისში დაიწყო და საკონტროლო მატჩებიც დაგეგმა. 24 იანვარს გუნდი „დინამო თბილისი 2“-ს შეხვდება, 28 იანვარს – საგარეჯოს „გარეჯს“, 30 იანვარს – გორის „დილას“, ხოლო 3 თებერვალს „თელავს“ დაუპირისპირდება.

„სამტრედიამ“ მზადების მეორე ეტაპი თურქეთში დაგეგმა, რომლიც ორი კვირა გაგრძელდება. გიორგი შაშიაშვილის გაწვრთნილები ამ შეკრებას 6 თებერვლიდან დაიწყებენ.

თურქეთშიც „სამტრედიამ“ 4 ამხანაგური მატჩი დაგეგმა. გუნდის პრესსამსახურის ცნობით, „სამტრედიაში“ რამდენიმე ფეხბურთელი სინჯებზეა და ახალწვეულებს კიდევ ელიან. საბოლოო შემადგენლობა კი ამ ამხანაგური მატჩების შემდეგ გახდება ცნობილი.