„სამტრედიაში“ ოთხი ახალწვეულია #1TVSPORT
„სამტრედიაში“ ოთხი ახალწვეულია #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულმა „სამტრედიამ“ კიდევ ოთხი მოთამაშე დაიმატა, – ახალწვეულების შესახებ ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„სამტერდიას“ ახალი მოთამაშეებიდან 2 ქუთაისის „ტორპედოს“ მოთამაშეა, 2 – „ვიტ ჯორჯიასი“. „ტორპედოდან“ კარიერას „სამტრედიაში“ ცენტრალური მცველი მათე აბულაძე და თავდამსხმელი ვანო ჩარგეიშვილი გააგრძელებენ, ხოლო ნახევარმცველი ირაკლი ზარიძე და მცველი ზვიად ნაჭყებია ბოლოს „ვიტ ჯორჯიას“ შემადგენლობაში გამოდიოდნენ.

შეგახსენებთ, რომ „სამტრედიამ“ ამ ოთხეულის დამატებამდე კონტრაქტები გააფორმა გიორგი გვიშიანთან, დავით უბილავასთან და რეზი ინჯგიასთან.

კლუბი კი დატოვეს გიორგი ილურიძემ, ზურაბ ღირდალაძემ, მელქისედეკ ცვალემ, გიორგი კურმაშვილმა და გიორგი ჯალაღონიამ.