„სამტრედია“ თურქეთში ემზადება - გუნდში ოთხი ფეხბურთელი ჩაირიცხა #1TVSPORT
„სამტრედია” თურქეთის დედაქალაქ ანკარაში გაემგზავრა, სადაც 2-კვირიან მოსამზადებელ ეტაპს გაივლის და ამხანაგურ მატჩებს გამართავს.
დღეს გუნდმა 21 ფეხბურთელით ივარჯიშა. ტრავმის გამო შეკრებას მეკარე გოგი კულუა გამოაკლდა. „სამტრედიას” 4 ახალწვეული ჰყავს – გუნდის ღირსებას ლუკა ასათიანი, სტრაჰინია პავიშიჩი, რუსლან გაჯიევი და გიორგი არაბიძე დაიცავენ.
მეკარეები: ბექა ქურდაძე, რეზო ლომიძე
მცველები: გიორგი მჭედლიშვილი, ლუკა ასათიანი, ანდრო გიორგაძე, შაკო ნადირაძე, ჯემალ გოგიაშვილი
ნახევარმცველები: თამაზ ცეცხლაძე, სტრაჰინია პავიშიჩი, გიორგი ახალაძე, მათე კვირკვია, ლუკა რობაქიძე, ანატოლი მესიაჩენკო, გივი იოსელიანი, ავთო ენდელაძე, ლუკა შენგელია, ოთარ კობახიძე, გიორგი არაბიძე
თავდამსხმელები: გიორგი ლომთაძე, , რუსლან გაჯიევი, გიორგი ილურიძე
საინტერესოა, რომ სტრაჰინია პავიშიჩი „სამტრედიაში“ 2019-2020 წლებშიც თამაშობდა და 2021 წლის დასაწყისში სერბეთში, ლესკოვაცის „დუბოჩიცაში“ გადავიდა, მაგრამ 25 წლის ნახევარმცველმა „სამტრედიაში“ დაბრუნება გადაწყვიტა.
აქვე ვიტყვით, რომ „სამტერდია“ დატოვეს კაბა სამბუმ, შოთა კერძევაძემ, დავით ჯიქიამ, გურამ ლუკავამ, ესტებან მასკარენამ, პაულინიო ვარიეტიმ, იბრაჰიმ გადირზადემ, კრისტიან ვიეირამ, ზურაბ ერაძემ და მილან ლალიჩმა.