„სამტრედია“ საქართველოში დაბრუნდა - გუნდს შეკრებაზე არ გაუტანია #1TVSPORT
„სამტრედიამ” თურქული შეკრება დაასრულა და სამშობლოში დაბრუნდა, სადაც სეზონის პირველი მატჩისთვის მზადებას გააგრძელებს.
თურქულ შეკრებაზე გიორგი შაშიაშვილის გუნდმა სულ ხუთი ამხანაგური მატჩი ჩაატარა, სამში დამარცხდა და ორი ფრედ დაასრულა. ყველაზე საყურადღებო ისაა, რომ გუნდს ამ შეხვედრებში მეტოქის კარში ერთი გოლიც არ გაუტანია.
„სამტრედიამ“ ანტალიაში, ლარაში გამართული შეხვედრებიდან წააგო ტაშკენტის „ლოკომოტივთან” (0:2), მოლდოვურ „მილსამთან“ (0:3) და ყაზახურ „აკსუსთან“ (0:1), ხოლო ორი დაპირისპირება უგოლოდ დაასრულა – უზბეკურ „ანდიჟონთან“ (0:0) ყაზახურ „კიზილკუმთან“ (0:0), „მილსამთან“ (0:3).
ეროვნული ლიგის პირველ ტურში „სამტრედია“ 25 თებერვალს „თელავს“ დაუპირისპირდება. გუნდი მატჩს საკუთარ მოედანზე, „ეროსი მანჯგალაძე არენაზე“ გამართავს.