ავსტრიის კურორტ ცოლდენში, სამთო თხილამურებში 2018-19 წლების სეზონი დაიწყო. მსოფლიოს თასის პირველ ეტაპზე, ქალებმა გიგანტურ სლალომში იასპარეზეს.
სეზონის პირველი სტარტი ფრანგმა ტესა ვორლიმ მოიგო, რომელმაც ორი ცდის ჯამში, 0.35 წამით იტალიელ ფედერიკა ბრინიონეს აჯობა. სამეულში შევიდა მსოფლიოს თასის ამჟამინდელი მფლობელი, ამერიკელი მიკაელა შიფრინი. მან ვორლისთან 0.94 წამი წააგო.
ტესა ვორლი გიგანტურ სლალომში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია. წელს, პიონჩანგში ამ დისციპლინაში ოლიმპიური ჩემპიონი შიფრინი გახდა.
კვირას, ცოლდენში გიგანტურ სლალომით, მსოფლიო თასს მამაკაცი სამთო მოთხილამურეები გახსნიან.