შვედეთის ქალაქ ორეში სამთო თხილამურებში მსოფლიოს ჩემპიონატი გაგრძელდა. მედლების მესამე კომპლექტი ქალებს შორის კომბინაციაში გათამაშდა.
სწრაფდაშვებისა და სლალომის შედეგების მიხედვით, გამარჯვებული გახდა ვენდი ჰოლდენერი, რომელმაც ჯამური დრო – ორი წუთი და 2.13 მეასედი წამი აჩვენა. მან სლოვაკ პეტრა ვლჰოვას მხოლოდ სამი მეასედი წამით აჯობა. მესამე ადგილი დაიკავა ნორვეგიელმა რანგჰილდ მოვინკელმა – მან ჩემპიონთან 45 მეასედი წამი წააგო.
ჰოლდენერმა კომბინაციაში ორი წლის წინ მოპოვებული ოქრო დაიცვა. შარშან, შვეიცარიელმა პიონჩანგის ოლიმპიადაზე სამივე სინჯის მედალი მოიპოვა – ოქრო გუნდურში, ვერცხლი სლალომში და ბრინჯაოს კომბინაციაში.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატებზე მედლები ქალთა კომბინაციაში, ისტორიაში ბოლოჯერ გათამაშდა .