სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებგვერდის მუშაობა აღდგენილია
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებგვერდის მუშაობა აღდგენილია

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებგვერდის მუშაობა აღდგენილია. საიტი მომხმარებლებისთვის უკვე ხელმისაწვდომია.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, უწყების სერვერზე 2 მაისს განხორციელებულ კიბერშეტევას სააგენტოს საქმიანობის შეფერხება არ გამოუწვევია.

„ჩატარებული აღდგენითი სამუშაოს ფარგლებში, განხორციელდა სარეზერვო ფაილების ჩატვირთვა სისტემაში. მომხდარ ფაქტზე ოპერატიული რეაგირების შედეგად, მყისიერად განხორციელდა ოპერატორების, მათ შორის ავიასაწარმოების, ქართული და უცხოური ავიაკომპანიების, აეროპორტების და საშუამავლო კომპანიების ინფორმირება. სააგენტოს მიერ ავიასაწარმოებზე ზედამხედველობა, საავიაციო ბაზარზე დაშვებასთან დაკავშირებული ნებართვების გაცემა და სხვა მომსახურებების გაწევა უწყვეტად და შეფერხების გარეშე მიმდინარეობს“, – აღნიშნავენ სააგენტოში.

წინასწარი ინფორმაციით, შეტევა ე.წ. ransomware ვირუსით განხორციელდა. ჰაკერებმა სერვერის მონაცემები დაბლოკეს და კრიპტოვალუტაში თანხა მოითხოვეს. 2 მაისს განხორციელებულ კიბერთავდასხმას შინაგან საქმეთა სამინისტრო სწავლობს.

დატოვე კომენტარი