სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სერვერზე კიბერთავდასხმის მონაწილეებმა კრიპტოვალუტაში თანხა ​მოითხოვეს
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სერვერზე კიბერთავდასხმის მონაწილეებმა კრიპტოვალუტაში თანხა ​მოითხოვეს

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სერვერზე კიბერთავდასხმის მონაწილეებმა​ კრიპტოვალუტაში თანხა ​მოითხოვეს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ლევან კარანაძემ განუცხადა.

„ჩვენი ინფორმაციით, მიზანი იყო კრიპტოვალუტის გადახდა და თანხის მიღება. რაოდენობაზე არ იყო საუბარი, უბრალოდ შეტყობინება იყო დატოვებული”, – განაცხადა კარანაძემ და აღნიშნა, რომ საუბარია ე.წ. ransomware ტიპის ვირუსზე.

მისი თქმით, ინციდენტზე მოკვლევა მიმდინარეობს, თუმცა თავდასხმას სააგენტოს მუშაობის შეფერხება არ გამოუწვევია.

ამასთან, კიბერთავდასხმის მონაწილეებს რაიმე ტიპის საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა არ მოუპოვებიათ.

კარანაძის თქმით, მიმდინარეობს სერვერის აღდგენის სამუშაო.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, კიბერთავდასხმა სერვერზე 2 მაისს განხორციელდა. კომპიუტერულმა ვირუსმა ზიანი მიაყენა სააგენტოში დაცულ მონაცემთა ბაზებს, პროგრამებს და ელექტრონულ მისამართებს.